ფეხბურთი

17:12 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ტრაგედია არ იქნება, თუ არავის შევიძენთ”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას გუნდის ახალი ფეხბურთელებით გაძლიერება სურს, მაგრამ კატალონიელი ვერც იმაში ხედავს ტრაგედიას, რომ “რეკორდმაისტერმა” არავინ დაიმატოს.

“სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა კარგი იქნებოდა, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, ამაში ტრაგიკული არაფერია.

“ბაიერნში” ამჟამად არსებულ ფეხბურთელებთან ერთად მუშაობის გაგრძელება, ჩემთვის, პრობლემა არაა.” – აცხადებს გვარდიოლა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბაიერნმა” რობერტ ლევანდოვსკი, სებასტიან როდე, ხუან ბერნატი და პეპე რეინა დაიმატა.

0.123014