ფეხბურთი

11:41 | 21.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ტიტული ჰაინკესს უნდა მივუძღვნათ”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს მოიგებს, ამ გამარჯვებას ბავარიული კლუბის ყოფილ თავკაცს იუპ ჰაინკესს მიუძღვნის. შეგახსენებთ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მაროკოში მიმდინარეობს და “ბაიერნი” ფინალშია, სადაც ადგილობრივ “რაჯა კასაბლანკას” უნდა დაუპირისპირდეს.

“მე აქ იუპ ჰაინკესის გამო ვარ და მინდა ეს ტიტულიც მისთვის მოვიპოვო. მომავალ თამაშს მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა შევხვდეთ, რადგან “რაჯა კასაბლანკა” კარგი გუნდია და თან შინ თამაშობს. ძალიან დაძაბული ფინალი გველის” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “ბაიერნის” ოფიციალური ვებ-გვერდი.

 

 

0.108168