ფეხბურთი

14:59 | 21.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა სუარესით დაინტერესდა

მიუნხენის “ბაიერნის” მომავალ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას სურს, თავის გუნდში “ლივერპულის ფორვარდი ლუის სუარესიც იხილოს. გერმანული პრესის ცნობით, სპეციალისტმა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ბავარიული კლუბის ხელმძღვანელობაც ჩააყენა საქმის კურსში და ისიც კი გარკვეულია, რომ “ბაიერნი” ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელის შესაძენად 46 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.
ევროპული სააგენტოების მიერ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, სუარეს გადაბირება ტურინის “იუვენტუსსაც” სურს.
შეგახსენებთ, “ბაიერნს” პეპ გვარდიოლა მომავალი სეზონიდან ჩაიბარებს, შეცვლის რა იუპ ჰაინკესს.

თეგებიგვარდიოლა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120941