ფეხბურთი

19:35 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “შესაძლოა, ლამმა ნახევარდაცვაში კვლავ ითამაშოს”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მისი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელზე საუბრობს. კატალონიელი სპეციალისტი ფილიპ ლამს ნახევარდაცვაში თამაშს უწონებს, ხოლო მანუელ ნოიერს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს.

მიმდინარე სეზონში, ფილიპ ლამი, რამდენჯერმე, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვიხილეთ. თავდაპირველად, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მიუნხენელებს ამ პოზიციაზე საკადრო პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ როგორც ირკვევა, შესაძლოა, სიტუაცია არც მომავალში შეიცვალოს

“ლამმა, ნახევარდაცვაში, დაუჯერებელი თამაში გვიჩვენა. შესაძლოა, მან ამ პოზიციაზე მაშინაც ითამაშოს, როდესაც ყველა ფეხბურთელი გამოჯანმრთელდება.”

“მანუელ ნოიერი დღესდღეობით და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.”

0.102942