მიუნხენის “ბაიერნმა” უეფას ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა და კატალონიის “ბარსელონას” რეკორდი გააუმჯობესა. “რეკორდმაისტერის” თავკაცი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ეს მიღწევა მიუნხენელთა ყოფილი მწვრთნელის – იუპ ჰაინკესის დამსახურებაა.
“ეს რეკორდი იუპ ჰაინკესს ეკუთვნის. მე ძალიან ამაყი ვარ განსაკუთრებით იმიტომ, რომ ათივე მატჩი დამაჯერებლად მოვიგეთ”, - განუცხადა კატალონიელმა სპეციალისტმა უეფას ოფიციალურ საიტს.
ცნობისათვის, ჩემპიონთა ლიგაში უკანასკნელი მარცხი “ბაიერნმა” მარტში, ლონდონის “არსენალთან” იწვნია.