მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ გუნდის ვეტერან ფეხბურთელთან, კლაუდიო პისაროსთან კონტრაქტის გახანგრძლივება პირადად მისი სურვილი იყო.
პისარომ, ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 6 თამაში ჩაატარა, მაგრამ მან 10 გოლის გატანა მაინც მოახერხა, რაც 35 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივებით დაუფასდა.
“პირადად მე და მთელს კლუბს პისაროს შენარჩუნება ძალიან გვინდოდა. ძალიან, ძალიან გახარებული ვარ, რადგან პისარო განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელსაც კოლოსალური გამოცდილება აქვს.
პისარო ბუნდესლიგას საკუთარი 5 თითივით იცნობს. ის შესანიშნავი ადამიანი და ბრწყინვალე მოთამაშეა. ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ის ძალიან კარგ თამაშს აჩვენებდა.” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal-ი.