ფეხბურთი

19:29 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა მოღალატეს ეძებს

მიუნხენის “ბაიერნში” იმ ფეხბურთელის ვინაობის დადგენა სურთ, რომელმაც დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატჩამდე პრესას ის ტაქტიკური სქემა გაუმჟღვანა, რომლითაც ბავარიელები თამაშს აპირებდნენ.

მართალია, განვლილ მატჩში “ბაიერნმა” სტუმრად 3:0 მოუგო, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მისი ერთ-ერთი შეგირდის ქმედების გამო ძალიან გაბრაზებულია:

“მნიშვნელობა არ აქვს, ის ვინ არის, მაგრამ აუცილებლად “თავები დაცვივდება”. მოღალატეს გუნდიდან გავაგდებ. იგი ჩემი ხელმძღვანელობით არასოდეს ითამაშებს” – განაცხადა გვარდიოლამ.

მიუნხენელთა დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ პრობლემის არსებობა დაადასტურა:

“მისი პიროვნების დასადგენად ეროვნული უშიშროების სააგენტოს არ მივმართავთ. თუმცა, მას ვურჩევ ასეთ საქმიანობას მორჩეს, თორემ სერიოზული პრობლემები არა პეპ გვარდიოლასთან, არამედ, მთელ კლუბთან შეექმნება”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119042