ფეხბურთი

19:07 | 4.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ლუის ენრიკე “ბარსაში” ჩემზე უკეთ იმუშავებს”

ხოსეპ გვარდიოლამ თავმდაბლობა, კოლეგიალობა და დიპლომატია გამოიჩინა. თქვა, ლუის ენრიკე ჩემზე უკეთ იმუშავებს “ბარსელონაშიო”. როგორც იცით, გვარდიოლა და ლუის ენრიკე წლების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ კატალონიურ გრანდში:

“დარწმუნებული ვარ ჩემს სიტყვებში. მნიშვნელოვანია, რომ “ბარსა” ისევ დაიბრუნებს თავის ფილოსოფიას. სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ვიცი ლუის ენრიკეს ხედვა და მისწრაფებები”.

გვარდიოლა 2008-2012 წლებში წვრთნიდა “ბარსას” და 14 ტიტული მოიგო. ნეტავ, რას გულისხმობდა გვარდიოლა ამაზე უკეთ მუშაობაში?..

0.119792