მიუნხენის “ბაიერნის” ამჟამინდელი დამრიგებელი პეპ გვარდიოლა მის წინამორბედს, იუპ ჰაინკესს აქებს და აცხადებს, რომ გერმანელმა ფეხბურთის ისტორიაში თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა.
“მე არ შემიძლია გავაუმჯობესო ის, რასაც თქვენ მიაღწიეთ. თქვენი მიღწევები ფეხბურთში სამუდამოდ დარჩება.
იუპ ჰაინკესი გერმანიაში ლეგენდაა, მაგრამ მას ესპანეთშიც ყველა ბავშვი იცნობს. თქვენ მე ბრწყინვალე გუნდი გამომაბარეთ. პირადად ჩემთვის, თქვენ მისაბაძი მაგალითი ხართ.” – მიმართა გვარდიოლამ ჰაინკესს ბერლინში, გერმანელისთვის “ბაიერნში” მიღწეული წარმატებების გამო ჯილდოს გადაცემის დროს.