მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გერმანელი ჟურნალისტების მიერ გიოტცესა და მესის შედარებაზე დასმულ შეკითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ გერმანელი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არგენტინელი საუკეთესოა.
“გიოტცესა და მესის შედარება არ შეიძლება. მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.
გიოტცე “ბაიერნში” პირველ სეზონს ატარებს და ეს იოლი არაა, მაგრამ მარიო მაინც შესანიშნავად თამაშობს. ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და მას პროგრესირების საშუალება აქვს. მიუხედავად ამისა, ის უკვე გერმანიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მინდა, მას ყველანაირად დავეხმარო, მაგრამ მესი სხვა დონის მოთამაშეა.” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal-ი.