მიუნხენის “ბაიერნის” ამჟამინდელი თავკაცი პეპ გვარდიოლა თავისი ყოფილი კლუბის – კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებზე განაწყენებულია. როგორც ირკვევა, კატალონიელები გვარდიოლას დაბრუნებას სთავაზობდნენ და ამის მიზეზად ტიტო ვილანოვას ავადმყოფობას იშველიებდნენ.
“წასვლისას, კატალონიელებს ვთხოვე, რომ მშვიდად ყოფნის საშუალება მოეცათ, რადგან დაახლოებით 6 ათასი კილომეტრით ვიქნებოდი მათგან დაშორებული. სამწუხაროდ, მათ თავიანთი სიტყვა არ შეასრულეს და ჩემს დასაბრუნებლად, ტიტოს ავადმყოფობასაც ბოროტად იყენებდნენ. ამ საქციელს არასდროს დავივიწყებ. არ ველოდით, რომ “ბარსას” ხელმძღვანელები ასე მოიქცეოდნენ”, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს CNN-ი.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ “კამპ ნოუ” 2011-2012 წლების სეზონის ბოლოს დატოვა.