ფეხბურთი

12:00 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ბაიერნი” შარშანდელზე უფრო ძლიერია”

“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, რომელმაც გუნდი ბუნდესლიგის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გააჩემპიონა, განაცხადა, რომ წელს მიუნხენელები შარშანდელზე უფრო ძლიერები არიან.

“მიხარია, რომ ეს გავაკეთეთ. კლუბმა მორიგი ჯილდო მოიპოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუცხოო სეზონს ვატარებთ და ახლა შეგვიძლია გავიხაროთ. ბუნდესლიგა ჩვენთვის ყველაფერია. თასზე საკმარისი 4-5 მატჩი უნდა მოიგო და ფინალში გახვიდე. ჩემპიონატში კი, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად უნდა იმუშავო. თუ შევადარებთ როგორ მუშაობდნენ ბიჭები გასულ სეზონში იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით, ახალ ისინი კიდევ უფრო უკეთესები გახდნენ. ეს მძიმე შრომის შედეგია. სეზონის სტარტზე ყოველთვის უკეთესის იმედი გაქვს, მაგრამ ვერც ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ასე კარგად იქნებოდა” – იუწყება გავრდიოლას სიტყვებს გერმანული პრესა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11394