ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ, რომელიც ოთხშაბათს მადრიდში “რეალსა” და “ბაიერნს” შორის გაიმართება, ბავარიელთა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგეს პატივს სცემს და თავისი გუნდი ფავორიტად არ მიაჩნია.
“სანტიაგო ბერნაბეუზე” პირველად არ ჩავდივარ. იქ მოთამაშეობისას და მწვრთნელობისასაც ვყოფილვარ, - უთხრა გვარდიოლამ Marca-ს, - და ამ სტადიონზე არასოდეს წარმომედგინა საკუთარი თავი ფავოროტად. “რეალს” პატივს ვცემ და კარგად ვიცი მისი სიძლიერე. “სამეფო კლუბი” ძალიან დაბალანსებული გუნდია.”