ფეხბურთი

16:11 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ალკანტარას თაობაზე ზამერს და რუმენიგეს ვესაუბრე”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ დაადასტურა გერმანული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბავარიულ კლუბს “ბარსელონას” ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას შეძენა სურს. გვარდიოლა ამ ფეხბურთელის შესაძლებლობებს კარგად იცნობს და აცხადებს, რომ ტრანსფერი “ბაიერნს” აუცილებლად სასიკეთოდ წაადგება.

“ალკანტარას შეძენა მართლაც გვსურს. ამ საკითხზე ზამერსა და რუმენიგესაც ველაპარაკე, მაგრამ კონკრეტულს ჯერ ვერაფერს გეტყვით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – განაცხადა გვარდიოლამ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117633