ფეხბურთი

18:35 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“გურიას” გოლის წყურ-ვილი

 

სათაურში ვილი იმიტომ გამოვყავით, რომ ერთადერთი გოლი ვილი ისიანმა გაიტანა და “გურიას”, რომელსაც აქამდე 4 გასვლით მატჩში ქულაც არ ჰქონდა აღებული, გამარჯვება მოუტანა. ლანჩხუთელებმა აუტსაიდერ ცხინვალის “სპარტაკს” აჯობეს და დამსახურებულად იმარჯვეს.

არადა, მე-11 წუთზე “სპარტაკს” ცოტა დააკლდა გოლამდე, კერძოდ, ვახტანგ ფანცხავამ შორიდან ძლიერად დაარტყა და ძელმა იხსნა სტუმრები. პირველ ნახევარში დაახლოებით თანაბარი თამაში მიმიდინარეობდა, ეგაა, სტუმრები უფრო დიდი ძალებით გადადიოდნენ შეტევაში. ქარი მოქმედებდა, ფეხბურთელებს ხელს უშლიდა და შესაძლოა, ამიტომაც იყო, რომ მომენტები ხშირად ვერ იქმნებოდა. 42-ე წუთზე გადარჩა “სპარტაკი” – მეკარე სოსლან ნანიევმა და მცველმა დავით მეგრელიშვილმა იყოჩაღეს. ხშირი იყო ჯარიმები და ამან სანახაობრივი მხარე დაუკარგა თამაშს. 

მეორე ნახევარში გამოიკვეთა ლანჩხუთელთა უპირატესობა და ისიანს ნანიევმა აუღო ხოლო 61-ე წუთზე გოლიც გავიდა: ვლადიმერ ჯოჯუამ კობა შალამბერიძეს გააყოლა ბურთი, რომელმაც მცველთან ჭიდილში დარტყმა მოახერხა, ნანიევმა მოიგერია და დამატებაზე ისიანმა იმარჯვა, ფეხით გადაგზავნა კარში – 0:1.

შალამბერიძე-ისიანის დუეტი შეტევაში აქტიური იყო. 68-ე წუთზე კობამ ოდნავ ააცილა შორიდან, ხოლო “სპარტაკს” ერთი ნახევარმომენტი ჰქონდა, ისიც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, როცა თამაზ მაქაცარიამ დაარტყა და მინდია ბობღიაშვილმა აიღო.

ცალკე უნდა ითქვას “გურიას” ქომაგებზე, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად უჭერდნენ მხარს გუნდს. ნამატჩევს ლანჩხუთელთა უკრაინელმა მწვრთნელმა რომან პოკორამ აღნიშნა, რომ რთულ მატჩს ელოდა კიდეც და ყურადღება სტუმრად პირველ გამარჯვებაზე გაამახვილა. “გურია” მეოთხე ადგილზეა, ხოლო “სპარტაკი” აუტსაიდერად რჩება.                

 

20.10.2013. 15:00. მცხეთა. “მცხეთა პარკი”. 400 მაყურებელი

სპარტაკი (ცხინვალი) – გურია (ლანჩხუთი) 0:1 (0:0)

სპარტაკი: ნანიევი, მგელაძე (ჭაფოძე 43), ქურდაძე, მეგრელიშვილი, კილასონია, შონია, ბურძენაძე, ჩაფიძე (მაქაცარია 69), თექთურმანიძე, მეტრეველი, ფანცხავა.

მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე.

გურია: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა, გაჩეჩილაძე (დარჩიძე 77), კუკულაძე (შენგელია 67), კოშკაძე, შალამბერიძე, ისიანი (ტორონჯაძე 85).

მწვრთნელი: რომან პოკორა.

გოლი: 0:1 ისიანი (61).

გაფრთხილება: ისიანი (24), ბურძენაძე (40), მეგრელიშვილი (78), ჩიკვილაძე (85).

მსაჯი: ხორავა.

 

მეტალურგი (რუსთავი) – მერანი (მარტვილი) 6:1 (4:1)

გოლები: 1:0 ლევან კაკუბავა (4), 2:0 რევაზ გეწაძე (9), 3:0 გოგი ფიფია (15), 3:1 შოთა ბაბუნაშვილი (25), 4:1 ლუკა რაზმაძე (28), 5:1 დავით კირკიტაძე (89), 6:1 დავით საჯაია (90)

გაძევება: მიხეილ მახვილაძე (16, “მეტალურგი”); კიჭი მელიავა (38, “მერანი”)

 

დილა (გორი) – ზუგდიდი 1:1 (1:0)

გოლი: 1:0 ირაკლი მოდებაძე (33), 1:1 ზვიად სიხარულია (77)

გაძევება: რომეო კანკია (65, “ზუგდიდი”) 

 

 ტორპედო (ქუთაისი) – სიონი (ბოლნისი)  1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ირაკლი სამხარაძე (25), 1:1 ნიკა საბანაძე (40)

 

ზესტაფონი – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:1 (1:1) 

გოლები: 1:0 საბა ლომია (16), 1:1 ლაშა კასრაძე (38) 

 

დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 6:1 (1:1)

გოლები: 1:0 ჩისკო (1), 1:1 კვარაცხელია (ს.კ. 14), 2:1 ჩისკო (34), 3:1 დვალი (56), 4:1 ჩისკო (60), 5:1 ძარია (61), 6:1 დვალი (76).

  

1    დინამო (თბილისი)                                          9          7           1           1           25:8         22    
2 ტორპედო          9 5 4 0 14:5 19
3 ჩიხურა              9 5 1 3 19:17 
16
4 გურია          9 5 0 4 9:9 15
5 მეტალურგი     9 4 2 3 15:15 14
6 ვიტ ჯორჯია            9 3 3 3 14:12 12
7 დილა              9 3 3 3 11:11 12
8 მერანი                   9 4 0 5 12:20 12
9 ზესტაფონი         9 3 2 4 10:8 11
10 სიონი   9 2 3 4 11:14 9
11 ზუგდიდი         9 1 3 5 4:14 6
12 სპარტაკი   9 1 0 8 4:14  3

 

მეგოლეები:

7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ირაკლი ქობალია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”)

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა


0.268341