ლანჩხუთის “გურია” მოსკოვის “დინამოსთან” ითანამშრომლებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ლანჩხუთელთა კლუბის პრესატაშე ლევან გიორგაძემ უთხრა.
“დღეს საღამოს ლანჩხუთში ჩამოვა მოსკოვის “დინამოს” პრესატაშე იგორ ერშოვი, ხვალ კი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება. მოსკოველი სტუმარი ორი დღით დარჩება საქართველოში. იქნება საუბარი სამომავლოდ ამხანაგური მატჩების ჩატარებაზე, ვეტერან ფეხბურთელებს შორის თამაშის გამართვაზე. ეს მოლაპარაკების წინასწარი ეტაპია”.
შეხსენებისთვის, მოსკოვის “დინამო” შარშან ზაფხულს იყო საქართველოში და თბილისის “დინამოსთან” გამართა ამხანაგური.