როგორი სიტუაციიაა ეროვნული კატეგორიის ლიცენზიების მხრივ? ამის შესახებ "მსოფლიო სპორტი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირების განყოფილების უფროსს ბაქარ ჟორდანიას დაუკავშირდა.
"22 მაისს, ანუ დღეს ღამე იწურება ვადა კლუბების მიერ სააპელაციო ორგამოში საჩივრის შემოტანისა. ეს იმ კლუბებისთვის, რომლებმაც პირველ და მეორე ინსტანციაზე ლიცენზია ვერ მიიღეს. ვიცი, რომ ბათუმის "დინამომ" შემოიტანა. ასევე, "სამტრედიამ" და "ზუგდიდმაც". დღის ბოლომდეა ვადა" – გვითხრა ჟორდანიამ.
ეროვნული კატეგორიის ლიცენზიებს ვერ მიიღებენ მარტვილის "მერანი" და ლანჩხუთის "გურია", რადგან მათ მეორე ინსტანცია არ გაუვლიათ და შესაბამისად, მესამეზე საჩივარს ვეღარ წარმოადგენდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ "მერანი" და "გურია" უმაღლესში ვერ ითამაშებენ. ჟორდანიამ გვითხრა, რომ უმაღლესში დაშვება-არდაშვება მისი ორგანოს, ანუ კლუბების ლიცენზირების კომიტეტის პრეროგატივა არაა, ანუ სფფ-ის აღმასკომმა უნდა გადაწყვიტოს საშეჯიბრო კომიტეტთან ერთად.