ფეხბურთი

16:55 | 19.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “თავდამსხმელი გვჭირდება"

 

არნემის “ვიტესის” კაპიტნის გურამ კაშიას აზრით, გუნდს კიდევ ერთი თავდამსხმელი აუცილებლად სჭირდება.

 ქართველი ცენტრალური მცველი მიიჩნევს, რომ ფორვარდი მაიკ ავენარი კარგად თამაშობს, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა.

“მაიკი კარგად თამაშობს. ის გუნდისთვის ბევრს მუშაობს და მნიშვნელოვანი გოლები გააქვს. უბრალოდ, ჩვენ ამჟამად სათადარიგოთა სკამზე ალტერნატივა არ გვყავს. ამან შესაძლოა ცუდი სამსახური გაგვიწიოს. იმედია, ზამთარში ახალი თავდამსხმელი შემოგვიერთდება, რადგან ყველამ იცის, რომ ჩვენ ეს გვჭირდება” – იუწყება კაშიას სიტყვებს გამოცემა Voetbal Internationaლ-ი.  

“ვიტესის” მთავარი მწვრთნელი პეტერ ბოში გუნდის კაპიტნის მოსაზრებას იზიარებს:

“ეს ის საკითხია, რომელსაც გუნდის შიგნით განვიხილავთ. პირველ ყოვლისა, სამწვრთნელო შტაბში და შემდეგ კლუბის ტექნიკურ დირექტორ მო ალახესთან. ლოგიკურია ვთქვათ, რომ ორი სრულფასოვანი ფორვარდი გვჭირდება. ბევრი რამა ასევე დამოკიდებულია ჯონათან რეისის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე. ის ალტერნატივად განიხილება, მაგრამ ჯერჯერობით გუნდთან ერთად არაა”.

აქვე გეტყვით, რომ რეისი ამა წლის სექტემბერში გუნდიდან დისციპლინის დარღვევისთვის მოკვეთეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11829