ფეხბურთი

15:58 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “სტაბილურობა გვაკლია”

 

“ვიტესის” ცენტრალური მცველი და კაპიტანი გურამ კაშია ფიქრობს, რომ ჰოლანდიის ერედივიზიონში მისი გუნდის ლიდერობის მიუხედავად, არნემელებს სტაბილურობა აკლიათ. მისი აზრით, “ვიტესის” პირველ ადგილზე ყოფნის მიზეზი ისიც არის, რომ კონკურენტებიც არასტაბილურად ირჯებიან.

“ჩვენ ჯერ კიდევ სტაბილურობა გვაკლია. ქულებს ისეთი გუნდების წინააღმდეგ ვკარგავთ, როგორიც “ვაალვაიკი” და “გრონინგენი” არიან. არც ერთი მატჩი იოლი არაა. სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ კონკურენტებიც წარუმატებლად თამაშობენ. შარშან, 13 ტურის შემდეგ 21 ქულა გვქინდა, ხოლო ახლა 3 ქულით მეტი გვაქვს” - იუწყება კაშიას სიტყვებს Voetbal International-ი.

კაშიამ მომავალი ჩემპიონის დასახელებისგან თავი შეიკავა, მაგრამ აღნიშნა, რომ “ვიტესს” პირველ ან მეორე ადგილზე გასვლა შეუძლია.

“ამჟამად, ვერ ვიწინასწარმეტყველებ ჩემპიონი ვინ იქნება. ბოლო წლებში “აიაქსმა” დაამტკიცა რა ძალუძს. ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჩვენც შეგვიძლია. ფაქტია, რომ პირველ ორ გუნდში ადგილის დაკავება შესაძლებელია. საბოლოოდ, ყველაფერი გაისად გაირკვევა”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11956