ჰოლანდიის ერედივიზიონის 22-ე ტურში “ალკმაართან” საშინაო მარცხის (0:2) შემდეგ, არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ FOX Sports-თან საუბარში განაცხადა, რომ მისმა გუნდმა პირველი ტაიმი საშინლად ჩაატარა. ქართველი მცველის აზრით, ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური ზეწოლა რაც ჩემპიონობისთვის ბრძოლითაა გამოწვეული არაფერ შუაშია.
“ამას ზეწოლასთან არავითარი კავშირი არ აქვს. პირველ ნახევარში უბრალოდ საშინლად ვითამაშეთ. ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც გვსურდა და ცალკეული შეცდომები დავუშვით. პრობლემა ეს იყო და საკუთარ კარში გოლებიც მივიღეთ. მეორე ნახევარში გოლის გატანას შევეცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა”.
ზამთრის შესვენების შემდეგ, “ვიტესმა” ერთი თამაში მოიგო, ორჯერ ფრე ითამაშა და ერთხელ დამარცხდა, რაც სახარბიელო შედეგი არაა. ამის თაობაზე კაშიამ შემდეგი თქვა:
“სეზონის განმავლობაში მსგავსი რამ ზოგჯერ ხდება. ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ამ სიტუაციიდან როგორ გამოვიდეთ”.