რაგბი

22:01 | 13.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გუნდები პირველი თამაშებისთვის დაირაზმნენ

 

“თბილისის თასი 2014”-ის მონაწილე ოთხეულმა, დღეს “ავჭალის” სტადიონზე ტრადიციული კაპიტნის ვარჯიშები გამართა, რის შემდეგაც, მთავარმა მწვრთნელებმა ის შემადგენლობები დაასახელეს, რომლითაც მიზნის მიღწევას ხვალ ეცდებიან.

ტურნირი 17 საათზე, საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება. ამ თამაშს “ბორჯღალოსნებისთვის” არა მხოლოდ “თბილისის თასის” კუთხით ექნება მნიშვნელობა. რადგან ერთმანეთის პირისპირ ეროვნული გუნდები წარსდგებიან, მატჩი სარეიტინგოა, მაგრამ დიდი სხვაობით გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ქართველები მონაგარს ვერაფერს შემატებენ. სამაგიეროდ, ფრე მათ ერთი, 15-ქულამდე სხვაობით მარცხი 2, ხოლო უფრო დიდი ანგარიშით წაგება 3 სარეიტინგო ქულად დაუჯდებათ.

სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე სიახლეა. შუამარბის პოზიაციაზე გუნდს უბრუნდება რეზო გიგაური, რომელსაც “ბორჯღალოსანთა” მაისური 2012 წლის 11 თებერვლის შემდეგ არ მოურგია. შანსი მიიღო გარემარბმა სანდრო თოდუამ, რომელმაც ბოლოს ნაკრების შემადგენლობაში შარშანდელ “თბილისის თასზე” ითამაშა. მგეზავის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაშია ლაშა მალაღურაძე. სათადარიგოთა შორისაა ახალგაზრდა მურაზ გიორგაძე და თუ ის მოედანზე შევა, მისი დებიუტი შედგება, ხოლო ასევე ახალგაზრდა ლაშა ლომიძეს და გიორგი მჭედლიშვილს, ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ ერთი თამაში აქვთ ჩატარებული. კიდევ ერთ შანსს მიიღებს ქუთაისის “აიას” 9 ნომერი, გიორგი როხვაძე.

19 საათზე იწყება “მზარდი იტალიისა” და არგენტინის “იაგუარების” შეხვედრა. მატჩებზე (ორივეზე ერთად) დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია და ისინი სტადიონის სალაროებში გაიყიდება.

 

თბილისის თასი 2014. 14-22 ივნისი. “ავჭალა”

14 ივნისი

საქართველო - ესპანეთი (17:00 საათი)

საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. რეზო გიგაური, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დუდუ ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი (კაპ.), 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. დიმიტრი ბასილაია.

სათადარიგოები: 16. სიმონ მაისურაძე, 17. გიორგი მჭედლიშვილი, 18. ლაშა ლომიძე, 19. გივი ბერიშვილი, 20. გიორგი როხვაძე, 21. ირაკლი ყიასაშვილი, 22. მურაზ გიორგაძე.

ესპანეთი: 15. ხავიერ კარიონი, 14. ალბერტო დიასი, 13. იგნასიო გუტიერეს-მიულერი, 12. დენიელ-როს სნი, 11. სერხიო ფერნანდესი, 10. მარიანო-ესეკიელ გარსია, 9. ფაკუნდო მუნიჯა; 1. ფრანსისკო-ხავიერ სანსი, 2. ხუან ანაია, 3. ხესუს მორენო, 4. ალეხანდრო ბლანკო, 5. ვიკტორ სანჩესი, 6. მანუელ მორა, 7. ადამ-რობერთ ნიუთონი, 8. ხაიმე ნავა (კაპ.).

სათადარიგოები: 16. გაბრიელ-აგუსტინ ორტისი,17. რომენ აზენსი, 18. გიჯერმო ესპინოსი, 19. ხოსე-ლუის დელ-ვაჯე, 20. ფრანსისკო კოპლეტი, 21. ალეხანდრო გუტიერეს-მიულერი, 22. პაბლო ფონტესი.

 

იტალია “ა” - არგენტინა “იაგუარები” (19:00 საათი)

მზარდი იტალია: 15. დევიდ-მაიქლ ოდიეტე, 14. სიმონე რაგუზი, 13. ჯულიო ბიზენი, 12. ტომაზო კასტელო (კაპ.), 11. მიკელე ვიზენტინი, 10. ედოარდო პადოვანი, 9. ჯეიმზ ამბროზინი; 1. ანდრეა ლოვოტი, 2. ორნელ ჯეგა, 3. ლორენცო რომანო, 4. მატეო ფერო, 5. ფილიპო ჯეროზა, 6. ნიკოლა ბელარდო, 7. ემილიანო კაფინი, 8. გაბრიელე ჩეკინელი.

სათადარიგოები: 16. ჯოვანი სკალვი, 17. ლუკა სკარსინი, 18. იაკოპო სარტო, 19. მაკსიმე მბანდა-მატა, 20. ენრიკო ბაკინი, 21. მარჩელო ვიოლი, 22. ალეკს მორსელინო.

არგენტინის “იაგუარები”: 15. გონსალო გუტიერეს-ტავოადა, 14. ფაკუნდო ვარეა, 13. ხუან-იგნასიო ვრექსი, 12. ხუან-პავლო სოსინო, 11. რამირო მოჟანო, 10. სებასტიან პოეტი, 9. მარკოს ვოჟინი; 1. სანტიაგო გარსია-ვოტა, 2. ტომას ვარავაჟე, 3. დამიან არიასი, 4. მარტინ ჩიაპესონი, 5. ლუკას პონსე, 6. ლუკას მაგვაიერი, 7. ფაკუნდო ისა, 8. ლისანდრო აუალი (კაპ.).

სათადარიგოები: 16. ნაუელ ლოვო, 17. ფაკუნდო ვოში, 18. გასტონ კორტესი, 19. ფრანკო ვალდონი, 20. ლაუტარო კასადო, 21. ფელიპე ესკურა, 22. მატიას მასერა.

 

18 ივნისი

საქართველო - არგენტინა “იაგუარები” (17:00 საათი)

იტალია “ა” - ესპანეთი (19:00 საათი)

22 ივნისი

საქართველო - იტალია “ა” (17:00 საათი)

ესპანეთი - არგენტინა “იაგუარები” (19:00 საათი)

0.120217