ფეხბურთი

14:47 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გულშემატკივრებმა “მილანის” ავტობუსი დაბლოკეს

სერია A-ს მორიგ ტურში შინ “ჯენოასთან” ვერმოგების შემდეგ (1:1) “მილანის” გულშემატკივრებმა “სან სიროს” სტადიონის გამოსასვლელთან საპროტესტო პიკეტი მოაწყვეს და გუნდის ავტობუსს გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ფანებთან “მილანის” ვიცე-კაპიტნები კაკა და კრისტიან აბიატი მივიდნენ, კარგა ხანს ესაუბრნენ და შეპირდნენ, რომ უახლოეს ხანში ვითარება გამოსწორდება. საინტერსოა, რომ პოლიციამ მარიო ბალოტელი გულშემატკივრებთან არ მიუშვა, - წერს La Gazetta dello Sport-ი.

შეგახსენებთ, ლეგენდარულ “მილანს” ასეთი ცუდი სტარტი კარგა ხანია აღარ ჰქონია. ბოლო დროს კი უკვე 5 ტურია არ გაუმარჯვია და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, თუმცა საკვირაო მატჩების შემდეგ, შესაძლოა, კიდევ უფრო დაქვეითდეს.

 

0.134088