ფეხბურთი

16:09 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გუარინმა ვარჯიში გააცდინა

მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა ფრედი გუარინმა უკანასკნელი საწვრთნელი პროცესი პროტესტის ნიშნად გააცდინა. Football Italia-ს ცნობით, კოლუმბიელი ვარჯიშზე არ გამოცხადდა, რადგან კლუბის ხელმძღვანელობაზეა ნაწყენი.

ამის მიზეზი ისაა, რომ სამშაბათს, “ინტერის” ხელმძღვანელობამ ტურინის “იუვენტუსს” გუარინის მირკო ვუჩინიჩში გაცვლაზე უარი უთხრა. სამხრეთამერიკელ შუახაზელს “ნერაძურის” დატოვება სურს და მზადაა, კლუბის შესაცვლელად ყველაფერი იღონოს.

რამდენადაც ცნობილია, გუარინის გადაბირება ლონდონის “ჩელსისაც” სურს.

 

0.12213