ფეხბურთი

21:47 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გუარინი “ინტერთან” გაახანგრძლივებს

ცოტა ხნის წინათ, ფრედი გუარინი “ინტერიდან” წასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ იტალიური პრესის ცნობით, მან მილანელებთან ურთიერთობა დაალაგა და მხარეები ახალ ხელშეკრულებასაც მალე გააფორმებენ.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, “იუვენტუსსა” და “ინტერს” შორის ვუჩინიჩისა და გუარინის გაცვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ გარიგება მილანურმა მხარემ ჩაშალა, რითიც გუარინი უკმაყოფილო დარჩა.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კოლუმბიელი ნახევარმცველი 2017 წლამდე მოქმედ კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 3 მილიონ ეროს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11881