ფეხბურთი

15:07 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გუარინი “ინტერში” კმაყოფილია

მილანის “ინტერის” ნახევარმცველი ფრედი გუარინი უკვე შეეგუა იმას, რომ მისი ტურინის “იუვენტუსში” გადასვლა არ მოხერხდა. კოლუმბიელმა იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ “ნერაძურიში” ყოფნით კმაყოფილია.

“აბსოლუტურად მშვიდად ვგრძნობ თავს და “ინტერში” ყოფნით კმაყოფილი ვარ. მიუხედავად ამისა, გვერდს ვერ ავუვლი იმას, რომ მეც და ჩემმა ოჯახმაც მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. ღმერთის ნებით, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ახლაა. როგორც ყოველთვის ვამბობდი, “ინტერში” თამაში ჩემი ოცნებაა”, - განაცხადა სამხრეთამერიკელმა.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო სეზონში, გუარინს “იუვენტუსში” გადასვლა სურდა და პროტესტის ნიშნად, “ინტერის” ვარჯიშებსაც კი აცდენდა.

 

0.15635