ფეხბურთი

18:49 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გუარინი: “ინტერმა” ტრანსფერზე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ დამაყენა”

“ინტერის” კოლუმბიელი ნახევარმცველი ფრედი გუარინი კლუბის ხელმძღვანელობას “ტვიტერის” საშუალებით მიმართავს და აცხადებს, რომ მილანელებმა ის ტრანსფერზე გაუფრთხილებლად დააყენეს.

“ტრანსფერზე ჩემი სურვილი საწინააღმდეგოდ დამაყენეთ. ეს არასდროს მომითხოვია, რადგან “ინტერში” ბედნიერი ვიყავი. ახლა, ვითხოვ, რომ პატივი გვცეთ მე, ჩემს აგენტსა და გულშემატკივრებს.

გულშემატკივრებს ჩემგან მხოლოდ სამადლობელი სიტყვები ეკუთვნით. თქვენ ხომ ჩემს მიმართ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავთ. თუ წასვლა მომიწევს, თქვენ ჩემს გულში სამუდამოდ დარჩებით, რადგან “ინტერმა” ჩემი ოცნება რეალობად აქცია. თუ დავრჩები, “ინტერის” მაისურით თამაში ჩემთვის კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა იქნება.” – აცხადებს ფრედი გუარინი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, “ინტერი” გუარინის მირკო ვუჩინიჩში გაცვლის საკითხს განიხილავდა, მაგრამ მილანელებმა “იუვენტუსთან” მოლაპარაკებები შეწყვიტეს.

0.113508