მილანის “ინტერის” სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ განაცხადა, რომ კლუბი ფრედი გუარინის შენარჩუნებას გეგმავს და მას ლონდონის “ჩელსიში” არ გაუშვებს.
“გუარინი “ინტერის” ფეხბურთელია და აუცილებლად შევინარჩუნებთ. მართალია, “ჩელსისთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, მაგრამ სადღეისოდ, ლონდონელებთან კონტაქტი აღარ გვაქვს. კმაყოფილნი ვართ იმით, რომ გუარინს ჩვენთან დარჩენა დიდი ხნის განმავლობაში სურს. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ნამდვილად არ გავყიდით”, - განუცხადა აუზილიომ იტალიურ პრესას.
შეგახსენებთ, რომ “ჩელსის” გუარინის სახელს ზაფხულიდან უკავშირებენ.