თუ ინგლისურ The Guardian-ს დავუჯერებთ, “ჩელსის” ესპანელი შემტევი ხუან მატა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლასთან ახლოსაა.
ინგლისელი ჟურნალისტების მტკიცებით, კლუბებმა ერთმანეთში ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს. სახელდება ტრანსფერის თანხაც – 40 მილიონი ფუნტი.
მიუხედავად “ჩელსისა” და “მანჩესტერს” შორის პირობების შეთანხმებისა, ტრანსფერი დასრულებული ჯერ კიდევ არაა. საქმე ისაა, რომ ლონდონელები გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოსა და თავად ფეხბურთელის თანხმობას ელოდებიან.