ფეხბურთი

13:14 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გრიგოლ დოლიძე: “ჯერ არაფერი ვიცი”

 

ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არაა, მაგრამ მოლაპარაკება მიმდინარეობს თემაზე: ქუთაისის “ტორპედო” და თბილისის “ლოკომოტივი” გაერთიანდებიანო. როგორც შევიტყვეთ, პირველადი პროექტი ასეთია – “ტორპედოს” შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადახალისდება, გუნდიდან ბევრ ფეხბურთელს გაუშვებენ და მეტწილად პერსპექტიულ ახალგაზრდებს დაიტოვებენ, რომლებსაც დაემატებიან “ლოკომოტივის” ახალგაზრდები.

თბილისურ კლუბში ხომ ესპანელი ენდიკა ბორდასის (29 წლის) გარდა, სულ 16-დან 19 წლამდე ჭაბუკები თამაშობენ. თანაც, “ლოკომოტივში” შარშანდელი 17-წლამდელთა ნაკრების არაერთი ფეხბურთელია, რომლებიც უდავოდ ნიჭიერები არიან.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება “ტორპედოს” მწვრთნელი – გია გეგუჩაძე თუ “ლოკომოტივის” ესპანელი თავკაცი ჟერარდ სარაგოსა მულეტი.

ეს ყველაფერი ჯერ გადაწყვეტილი არაა. უბრალოდ, პირველადი პროექტია ასეთი და როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მალე შევიტყობთ.

“მსოფლიო სპორტი” ქუთათურთა მარჯვენა ნახევარმცველ გრიგოლ დოლიძეს დაუკავშირდა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება.

გრიგოლ დოლიძე: ჯერ არაა გარკვეული. ორი ტური დარჩა, ჩამთავრდება ჩემპიონატი და ალბათ, კრება გაიმართება, სადაც ყველაფერს გაგვაგებინებენ. ჭორის დონეზე ვიცი და ჯერ ვერაფერს გეტყვით.  

- ანუ, გუნდში დარჩებით თუ არა, ჯერ არ იცით.

- არა. 1 ივნისს მიმთავრდება კონტრაქტი და ვნახოთ.

- ზოგადად როგორ შეაფასებთYამ სეზონს “ტორპედოსთვის”?

- ნორმალური სეზონი გვქონდა. თასზე წარუმატებლობას თუ არ ჩავთვლით. ჩემპიონატში კი, იმედია, მე-3 ადგილზე გავალთ. თასზე უკეთესად შეგვეძლო გამოსვლა, თუმცა “სიონთან” ბოლო წუთზე გავუშვით გადამწყვეტი გოლი.

- პირადად თქვენთვის? კმაყოფილი ხართ?

- მთლიანი სეზონის თუ ავიღებთ, ვფიქრობ, ცუდად არ მითამაშია. კარიერაში ერთ-ერთი ნორმალური სეზონი მქონდა.

- გამორჩეულად რომელი მატჩი დაგამახსოვრდათ?

- თასის მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა “სიონთან”, 3:1 მოვიგეთ.  გოლი გავიტანე და ორი საგოლე პასი გავაკეთე.


 

0.114907