ფეხბურთი

12:38 | 7.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავასა და გოგიას გოლები

 

სამარის "კრილიამ" ტესტ-მატჩში 2:2 ითამაშა ჩეხურ "სიგმასთან". საბოლოო ანგარიში გია გრიგალავას ზუსტი საჯარიმოთი დაფიქსირდა. ქართველმა მცველმა მე-80 წუთზე გაიტნა გოლი. როგორც იცით, გრიგალავა "კრილიას" 5 დღის წინ შეუერთდა.

რაც შეეხება ალექსანდრე ამისულაშვილს, მან "სიგმასთან" ბოლო 35 წუთი ითამაშა.    

საკონტროლო შეხვედრაში გოლი მიითვალა ჰოლანდიურ "ჰერაკლესში" გასინჯვაზე მყოფმა აკაკი გოგიამაც. 21 წლის ქართველმა ლიეჟის "სტანდარდთან" მე-6 წუთზე გახსნა ანგარიში, მეტოქემ კი ერთ წუთშივე გაათანაბრა და მეტი გოლი აღარ გასულა - 1:1.

"ილიჩივეცმა" პოლონურ "გურნიკს" 1:0 აჯობა. დავით თარგამაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი გუნდთან ერთად არაა და დიდი ალბათობით, მისი მომავალი კლუბი უახლოეს დღეებში გაირკვევა. ოქრიაშვილი "ჩერნომორეცსა" და "სევასტოპოლს" სურთ.

"დნიპრომ" 1:0 სძლია "ურალს". უჩა ლობჟანიძემ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა, სანდრო კობახიძე და ჯაბა კანკავა კი სასტარტოში იყვნენ და ორივე მათგანი 61-ე წუთზე შეცვალეს. "ურალში" არ უთამაშია ქართველ ახალწვეულ გუჯა რუხაიას.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114871