ფეხბურთი

15:56 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავა სიმბოლურ ნაკრებში

მახაჩყალის “ანჟის” მარცხენა მცველი გია გრიგალავა რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა “სპორტ-ექსპრესის” ვერსიით.

განვლილ ტურში, “ანჟიმ” საკუთარ მოედანზე ყაზანის “რუბინი” 1:0 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მახაჩყალელებისთვის ეს გამარჯვება პირველი აღმოჩნდა. გრიგალავამ სრულად ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა.

“დაცვაში საიმედოდ თამაშობდა და გამარჯვების მომტან შეტევაში მონაწილეობდა, გააკეთა რა “რუბინის” კართან საგოლე გამჭოლი გადაცემა” – იუწყება “სპორტ-ექსპრესი” გრიგალავას შესახებ.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სიმბოლურში პირველად მოხვდა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124568