ფეხბურთი

23:40 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავა "კრილიაში" ვარჯიშობს

საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა სამარის "კრილიაში" ვარჯიშობს. როგორც იცით, გრიგალავა ნიჟნი მოვგოროდის "ვოლგას"' ფეხბურთელია და მისი "კრილიაში" გამოჩენა მოულოდნელია - ის ავსტრიულ შეკრებაზე შეუერთდა სამარელებს.

ამ ინფორმაციას თავად "კრილიას" საიტი ავრცელებს. დიდი ალბათობით, გრიგალავა ხვალ "ურალთან" ამხანაგურ მატჩში ითამაშებს. მართალია, გიასა და "კრილიას" შორის კონტრაქტი არ გაფორმებულა, მაგრამ სავარაუდოდ,  ტრანსფერი მალე უნდა განხორციელდეს.

"კრილიას" ზამთარშიც სურდა გრიგალავას შეძენა, თუმცა "ვოლგასთან" ვერ შეთანხმდა. როგორც იცით, სამარულ გუნდში ალეკო ამისულაშვილი თამაშობს. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114449