საქარათველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” შემადგენლობაში ვარჯიში განაახლა.
ნიჟნინოვგოროდელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ვოლგამ” ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და პირველ შეკრებაზე სხვა ფეხბურთელებთან ერთად გრიგალავაც იმყოფება.
ქართველი მცველი ზამთარში შეკრებაზე დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა. მან რუსეთის პრემიერლიგის მეორე ნახევარი გამოტოვა, შესაბამისად, არც ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებულ მატჩებში უთამაშია.