ფეხბურთი

19:45 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავა ცსკა-სთან დამარცხდა

მახაჩყალის “ანჟი”, რომელშიც გია გრიგალავა ასპარეზობს, რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის 22-ე ტურში შინ მოსკოვის ცსკა-სთან 0:3 დამარცხდა.

ქართველმა მარცხენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 51-ე წუთზე, სეიდუ დუმბიამ დუბლი სწორედ მისი შეცდომის შემდეგ შეასრულა. აქვე გეტყვით, რომ დუმბიამ ორი ბურთის გატანის გარდა, საგოლე პასიც მიითვალა. 

“ანჟის” 12 ქულა აქვს და 16-გუნდიანი სატურნირო ცხრილის ფსკერზეა. მახაჩყალელები პრემიერლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110844