საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი გია გრიგალავა, კარიერას მახაჩყალის “ანჟიში” გააგრძელებს.
ხსენებული ინფორმაცია სამარას “კრილია სოვეტოვის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ციგანკოვმა დაადასტურა. მისი თქმით, სამარელთა სამი მოთამაშე: გრიგალავა, ბენუ ანგბვა და ილია მაქსიმოვი “ანჟიში” უახლოეს ხანში ჩაირიცხებიან.
რუსული პრესის ცნობით, სამივეში მახაჩყალელებმა 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. გრიგალავა “კრილიაში” მიმდინარე ზაფხულს, ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგადან” გადაბარგდა. მას შემდეგ, რაც სამარელთა ექსმწვრთნელი გაჯი გაჯიევი სათავეში “ანჟის” ჩაუდგა, მან თავის გუნდში ქართველი მცველიც მიიწვია.
მიმდინარე სეზონში, 24 წლის გრიგალავამ “კრილია სოვეტოვში” 5 მატჩი ჩაატარა.