საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ევროპის ლიგის 1/8-ფინალში “ალკმაართან” გასამართ პირველ მატჩს გამოტოვებს.
1/16-ფინალში სტუმრად ბელგიაში “გენკთან” მოგებულ მატჩში (2:0) გრიგალავამ ყვითელი ბარათი მიიღო და ვინაიდან, მანამდე ჩატარებულ შეხვედრებშიც გაფრთხილებული იყო, ჰოლანდიაში ვერ ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ფორმაციის “ანჟიში” ქართველი განაპირა მცველი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.