ფეხბურთი

15:19 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გრენიე “ლიონში” რჩება

ფრანგული “ლიონის” ნახევარმცველი კლემან გრენიე უახლოეს პერიოდში კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ამრიგად, 22 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ ლონდონის “არსენალში” არ გადავიდეს და ამის შესახებ ESPN FC-ს “ლიონის” პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ აცნობა.

“კლემანი ჭკვიანი ბიჭია და გადაწყვეტილებაც სწორი მიიღო. მისი გული “ლიონს” ეკუთვნის”, - თქვა პრეზიდენტმა.

ლონდონელები ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 7 მილიონ ევროს იხდიდნენ. საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის შემდეგ, გრენიემ წლეულს ეროვნული გუნდიდანაც მიიღო მიწვევა და 2 მატჩშიც ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116992