თამაშგარე

12:37 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გრეისი კარვალიო ჭორებს გამოეხმაურა

ბოლო პერიოდში მსოფლიოს არაერთი “ყვითელი“ ჟურნალი წერდა, ბრაზილიელი ფეხბურთელის, დანი ალვეშისა და ბრაზილიელი მოდელის, გრეისი კარვალიოს შესაძლო რომანის შესახებ. პაპარაცებს ეს წყვილი ერთად რიოს ერთ-ერთ კარნავალზე დაუნახავთ და სალაპარაკოც გასჩენიათ.

თავიდან დანი ალვეში და გრეისი კარვალიო საერთოდ არ აკეთებდნენ ამ ფაქტზე კომენტარს და მრავლისმთქმელი დუმილით პასუხობდნენ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს. თუმცა, როდესაც ჟურნალისტებმაც გული გააწვრილეს, სიჩუმე ისევ გრეისიმ დაარღვია.

“მე მესმის, რომ მედია სკანდალებზე ნადირობს, მაგრამ ამჯერად მათ გული უნდა დავწყვიტო და განვაცხადო, რომ ჩემსა და დანიელს შორის არაფერი მომხდარა“ – ირწმუნება მშვენიერი გრეისი, რომელიც ბრაზილიელ მოდელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველადაა მიჩნეული. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, მისი ფოტოსურათების დათვალიერებას გირჩევდით.


 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.153009