კალათბურთი

18:56 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრანდების შეხვედრაში დერიუგინსაც დაუძახეს

 

2014 წლის პირველ თებერვალს, სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი ძველი გრანდების, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონების, ყოფილი იუგოსლავიის და საბჭოთა კავშირის ვეტერან კალათბურთელთა ნაკრები გუნდების ამხანაგურ შეხვედრას უმასპინძლებს.

საბჭოთა კავშირის ნაკრების ვეტერანთა შორის ცნობილი ქართველი კალათბურთელი, თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, მოსკოვის (რუსეთი) 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნიკოლოზ დერიუგინიც იქნება. გთავაზობთ საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის ვეტერან კალათბურთელთა ნაკრებების შემადგენლობებს.

იუგოსლავია: ვლადე დივაცი, დრაგან კიჩანოვიჩი, დეიან ბოდიროგა, ჟარკო პასპალი, სრეჩკო იარიჩი, ზორან სლავიჩი, რაჩკო რადოვანოვიჩი, პრედაგ დანილოვიჩი, ტოჟა ზორკიჩი, მიშკო მარიჩი, დეიან ტომაშევიჩი, მიროსლავ ბერიჩი, მილენკო ტომიჩი, დრაგან ტარლაკი, ჟარკო ტაბაკი, ხრვოე პერინჩიჩი, დინო რადჟა, ამარის ნარლიჩი, დრაგან ივანოვიჩი.

მწვრთნელები: მირკო ნოვოსელი და რანკო ჟერავიჩა

საბჭოთა კავშირი: ალექსანდრ ვოლკოვი, ნიკოლოზ დერიუგინი, სერგეი პანოვი, იგორს მიგლინეკსი, ხეინო ენდენი, იგორ კუდელინი, დიმიტრი დომანი, ანდრეი პერეგუდოვი, სერგეი კუშენკო, ივან ფილიპოვი, ზახარ პატუშინი, ანდრეი ვედიშევი, ალექსანდრ ნოვაკი, პაველ ასტახოვი, ანდრეი სპირიდონოვი.

მწვრთნელები: სტანისლავ ერიომინი, ივან ედეშკო, ბორის კაიუმოვი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118224