საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრის დასკვნით დღეს 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ირაკლი უზნაძის გუნდის წევრთაგან პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზვიად გოგოჭური და მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი ავიდნენ. ოქროს მედლებთან ერთად მათ 300-300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს. ასევე მძიმეწონოსანმა ლევან მატიაშვილმა კი მესამე ადგილი დაიკავა და 120 ქულა გაინაღდა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.