თამაშგარე

18:26 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრაფმა ადლერელი მაყურებელი ააღელვა

 

სალაღობო ამბავი მოხდა სოჭის ოლიმპიადაზე, მოციგურავეთა 3000 მეტრზე შეჯიბრის დროს. 30 წლის რუსმა ოლგა გრაფმა უცებ საციგურაო კოსტიუმის ელვა ჩაიხსნა და რადგან შიგნით არაფერი ეცვა, მაყურებლის აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა მალევე მაცდური ღიმილით შეიკრა. ოლგამ შემდეგ თქვა: სულ დამავიწყდა, რომ კოსტიუმს შიგნით არაფერი მეცვა, ამ კოსტიუმებში სუნთქვა ძალიან ძნელია და ელვა იმიტომ გავიხსენიო.

გრაფმა გარბენში მე-3 ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელიც რუსეთის გუნდისთვის ოლიმპიადაზე პირველი გამოდგა. მეორე ადგილი ჩეხმა მარტინა სებლიკოვამ დაიკავა, ჩემპიონი კი ჰოლანდიელი ირენ ვიუსტი გახდა.  

0.145215