კალათბურთი

15:47 | 20.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

გორან დრაგიჩმა პირადი რეკორდი დაამყარა

“ფინიქსის” და სლოვენიის ნაკრების ძირითადმა გამთამაშებელმა გორან დრაგიჩმა ნბა-ს რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში “პორტლენდის” წინააღმდეგ (102:98) პირადი რეკორდი დაამყარა. მან თანაგუნდელებს ერთბაშად 18 შედეგიანი გადაცემა მიაწოდა. ამის შესახებ ლიგის ოფიციალური საიტი იტყობინება.
გორანი მიმდინარე რეგულარულში მატჩში საშუალოდ 6,3 შედეგიან გადაცემას აგროვებს და ამ მაჩვენებლით იგი მე-15-ე ადგილს იკავებს ლიგაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინდლამდე მისი საუკეთესო მონაგარი მატჩში 14 პასი გახლდათ (2012 წლის 12 მარტს), როდესაც იგი “ჰიუსტონის” ღირსებას იცავდა.

გიორგი ბარბაქაძე
 

თეგებიდრაგიჩი
0.122974