ფეხბურთი

18:25 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გონსალო იგუაინი: “შემიძლია კიდევ მოვუმატო”

იტალიური “ნაპოლის” არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი, მილანის “ინტერთან” 4:2 მოგებული მატჩით და იქ ნაჩვენები საკუთარი თამაშით კმაყოფილი დარჩა.

ანგარიში სწორედ 26 წლის არგენტინელმა გახსნა და ეს მისი მე-8 გოლი იყო სერია A-ში, ნამატჩევს კი, Football Italia-ს ესაუბრა.

“ბედნიერი ვარ, რადგან უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ. ახლა ჩვენ 7 ქულას ვუგებთ “ინტერს”, 5-ს “ფიორენტინას” და მივუახლოვდით “რომას”, რომელსაც “მილანთან” უწევს შეხვედრა. უმთავრესი ამოცანა შევასრულეთ და უკვე მშვიდად შეგვიძლია მოვემზადოთ “კალიარისთან” გასამართი მატჩისთვის. სამწუხაროა, რომ ტაიმის მიწურულს გოლი გავუშვით და ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ. პირადად მე ტრავმა სრულად დავივიწყე და ძალიან კარგ ფორმაში გახლავართ. ჯერ ახალგაზრდა ვარ, მთელი კარიერა წინ მაქვს და შემიძლია მნიშვნელოვნად მოვუმატო” - განაცხადა იგუაინმა.

0.114704