ფეხბურთი

18:04 | 8.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გომესს “ნაპოლიში” ელიან

იტალიური “ნაპოლი” მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდის – მარიო გომესის შეძენითაა დაინტერესებული. Bild-ის ცნობით, ნეაპოლელები 27 წლის გერმანელს ურუგვაელი ედინსონ კავანის შემცვლელად განიხილავენ.

მოგეხსენებათ, დიდია ალბათობა იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კავანიმ “ნაპოლი” დატოვოს. არაოფიციალური ინფორმაციით, ნეაპოლელებმა “ბაიერნთან” მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. გომესის ტრანსფერის ინიციატორი თავად “ნაპოლის” თავკაცი ვალტერ მაცარია.

ცნობისათვის, გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, გომესმა 19 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113242