ფეხბურთი

11:25 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გომესს 5 იანვარს ელიან

შესაძლოა, ფლორენციის “ფიორენტინას” ტრავმირებული ფორვარდი მარიო გომესი მოედანს უახლოეს მატჩშივე დაუბრუნდეს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 28 წლის გერმანელი კლუბის ბაზაზე 29 დეკემბერს (სხვებზე 2 დღით ადრე) გამოცხადდება და დასკვნით სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

გომესმა მარჯვენა მუხლი სექტემბერში დაიზიანა და მას შემდეგ, მოედანზე აღარ გასულა. დეკემბერში, აპენინელი ჟურნალისტები თავდამსხმელის დაბრუნებას თითქმის ყოველ მომდევნო მატჩში ვარაუდობდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

თუკი 29 დეკემბერს გომესი თამაშის ნებართვას მიიღებს, 5 იანვარს “ლივორნოს” წინააღმდეგ მოედანზეც ვიხილავთ.

 

0.115464