ფეხბურთი

18:27 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

გომესი ყახაზეთთან ვერ ითამაშებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მარიო გომესი ტრავმირებულია და ის ყაზახეთთან გასამართ პირველ შეხვედრას გამოტოვებს.

Sky Sports-ის ცნობით, ევროვნული გუნდის შეკრებაზე მყოფმა გომესმა, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, თეძოს კუნთი დაიზიანა და მას რამდენიმე დღით დასვენება სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ 27 წლის თავდამსხმელი ყაზახეთსა და გერმანიას შორის დღეს გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს. 4 დღეში, გუნდები ერთმანეთს უკვე გერმანიაში დაუპირისპირდებიან და ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა გომესი იმ შეხვედრისთვის გამოჯანმრთელებას.

შეგახსენებთ, რომ ტრავმირებულია მიროსლავ კლოზეც, ხოლო შტეფან კისლინგი იოახიმ ლიოვის რჩეულთა მიღმა დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანელთა განკარგულებაში ერთადერთი თავდამსხმელი, ლუკას პოდოლსკია.

0.103678