ფეხბურთი

18:40 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გომესი პსვ-ში დაბრუნების წინააღმდეგი არაა

“ტოტენჰემის” 32 წლის ბრაზილიელი მეკარე ეურელიო გომესი აცხადებს, რომ ის პსვ-ში დარბუნების წინააღმდეგი არაა.

“თუ პსვ ჩემს დაბრუნებას მოინდომებს, წინადადებას ადვილად დავთანხმდები.

“ტოტენჰემში” არსებული სიტუაცია ჩემთვის არცთუ ხელსაყრელია. ამიტომ, ახალ გუნდს ვეძებ. თუ კარგი ვარიანტი გამოჩნდება, წავალ.

პსვ-სთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. გარდა ამისა, ეინდჰოვენელებს 2 შესანიშნავი მეკარე ჰყავთ.” – განაცხადა გომესმა მარკ ვან ბომელის გამოსამშვიდობებელი მატჩის შემდეგ.

გომესი პსვ-ში 2004-08 წლებში თამაშობდა. ამ 4 წლის განმავლობაში, ერედივიზიონის მატჩში, მან გუნდის კარი 129-ჯერ დაიცვა. 2008 წლის შემდეგ, ბრაზილიელი კიპერი “ტოტენჰემში” თამაშობს, რომლის რიგებშიც 97 შეხვედრა ჩაატარა.

0.113425