ფლორენციიის “ფიორენტინას” ტრავმირებული ახალწვეული მარიო გომესი აღდგენით კურსს აგრძელებს. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, გერმანელი მეგოლე მოედანს ნოემბერში დაუბრუნდება.
მოგეხსენებათ, გომესმა მუხლის ტრავმა “კალიარისთან” მატჩში (2:2) მიიღო და მას შემდეგ უქმადაა. თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი თავდამსხმელი “მილანთან” მატჩში დაბრუნდება.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, გომესმა 3 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.