ხაბაროვსკის “სკა-ენერგია”, სადაც გოგიტა გოგუა და გიორგი ნავალოვსკი გამოდიან, რუსეთის თასის 1/4-ფინალში ვერ გავიდა.
1/8-ფინალში ხაბაროვსკელები ვლადივოსტოკში ადგილობრივ “ლუჩ-ენერგიას” ესტუმრნენ და 2:3 დამარცხდნენ. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო დამატებითში მასპინძლებმა გაიმარჯვეს.
გოგუა “სკა-ენერგიას” სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო. ნავალოვსკი 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “ლუჩ-ენერგიას” სამატჩო განაცხადში გურამ თეთრაშვილი არ ფიგურირებდა.