ფეხბურთი

18:05 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგუა ტურის გმირია

რუსულმა ინტერნეტპორტალმა news.sportbox.ru-მ ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ნახევარმცველი გოგიტა გოგუა პირველი დივიზიონის 29-ე ტურის გმირად დაასახელა.

“გამოჯანმრთელების შემდეგ, “სკა-ენერგიას” ქართველი ნახევარმცველი “შინიკთან” მატჩში (3:0) ადამიანი-ორკესტრის როლში გამოვიდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მოედანზე ერთი გოგუა კი არ თამაშობდა, არამედ, მინიმუმ კიდევ ორი: ის ყოველთვის იქ იმყოფებოდა, სადაც ბურთი იყო. ხაბაროვსკელთა სამივე გოლის ორგანიზატორი 30 წლის ლეგიონერი აღმოჩნდა – ორ შემთხვევაში პარტნიორებს ბურთი ფლანგიდან გადააწოდა, ხოლო მესამედ ბრწყინვალე დრიბლინგით შეტევა მოედნის ცენტრიდან წამოიწყო”- იუწყება news.sportbox.ru გოგუას თაობაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119058